“საუთჰემპტონი – “ტოტენჰემი”2:5 – ჰიუნ-მინ სონის პოკერი საუთგემპტონში

დღეს ინგლისში პრემიელიგის მე-2 ტურის დარჩენილი შეხვედრები იმართება.

საუთჰემპტონში ადგილობრივი “საუთჰემპტონი” და ლონდონის “ტოტენჰემ ჰოტსპურს” მასპინძლობდა. პირველ ტურში “საუთჰემპტონმა” ლონდონში “კრისტალ პალასთან”, ხოლო “ტოტენჰემ ჰოტსპურმა” საკუთარ მოედანზე ლივერპულის “ევერტონთან წააგო და ორივე გუნდი პირველი ქულების მოპოვებისთვის იბრძოდა.
 
პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა შედეგში არ ასახულა. მათ მიერ შეხვედრის 32 წუთზე (დენი ინგსი) გატანილი გოლი 45 წუთზე ჰიუნ-მინ სონმა გაქვითა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში გატანილი კიდევ სამი გოლი (კეინი მე-3 და 27 წუთებზე და დენი ინგზი მე-16 წთ) მსაჯებმა გააუქმეს, მათ შორის ერთი, მე-3 წუთზე კეინის მიერ გატანილი, ვიდეორეფერის დახმარებით.

შეხვედრის მეორე ნახევარი ლონდონელთა სრული უპირატესობით წარიმართა. “შპორებმა” ოთხჯერ აიღეს “წმინდანების” კარი, საკუთარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს და სტუმრად შთამბეჭდავი ანგარიშით გაიმარჯვეს – 5:2.

 

პირველ ტაიმში კეინის ასისტენტობით გატანილ გოლს მეორე ტაიმში სამი გოლი (47′, 64′, 73′), სამივე ისევ კეინის ასისტენტობით, გაიტანა და პოკერის ავტორი გახდა ჰიუნ-მინ სონი. კიდევ ერთი გოლი “შპორებიდან” თავად ჰარი კეინმა (82′) მიითვალა. “წმინდანებიდან” გოლი კვლავ დენი ინგსმა გაიტანა, ამჯერად პენალტიდან, 90-ე წუთზე.





დღევანდელი მატჩებიდან კიდევ ერთ, ამ დროისთვის უკვე დასრულებულ შეხვედრაში “ნიუკასლმა” სახლში განიცადა მარცხი “ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან” – 0:3(0:2)
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად