საულიუს სკვერნელისი: საქართველოს დამსახურებულად ეძახიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს

''საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო და მოწონება გაგვაჩნდა საქართველოს მიმართ'', – ამის შესახებ ლიტვის პრემიერმინისტრმა საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

ლიტვის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა. 

''პირველ რიგში ნება მომეცით ბატონო პრემიერო მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, რომ საქართველოში ვიზიტით ჩამოვსულიყავი და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა და გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის. 

საერთო მიდგომა უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხების მიმართ, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტალური პრინციპები, რომელიც ჩვენ მყარად გვაკავშირებს. 

ბოლო პერიოდში საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად ეძახიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. 

ჩვენ საქართველოს ვულოცავთ არნიშნულ მიდგომებს, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარმწუნებულები ვართ, საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციბს, მივესალებით საქართველოს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში. 

მივესალმებით უვიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. 

ეს გახლავთ მდგრადი ძალისხმევის შედეგი საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირისადმი. ჩვენ მიველსამებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. 

მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოსადმი ნატო-ს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის, მისიებში მონაწილეობისათვის, თქვენი სამხედრო მოსამსახურეების აქტიური მონაწილეობისათვის და თქვენი შემართება, დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს თქვენი ნატო-ს წევრობის პერსპექტივის თვალსაზირისთ.“, – აღნიშნა ლიტვის პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად