„საუკეთესო კულტურული ქალაქი“- თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებულია

ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესოკულტურულ ქალაქად“ დასახელდა. LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასწია. ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა.

თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები იყვნენ.
LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ჯილდო 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ მიიღო.
LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.
სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად