საუდის არაბეთში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე 5 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ხუთ ადამიანს, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნეს,-ინფორმაციას ტელეკომპანია “ალ არაბია” ადგილობრივ პროკურორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიდევ სამ ადამიანს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.

გამოძიების დროს საუდის არაბეთის პრინცის ყოფილი მრჩეველი საუდ ალ-კახთანი დაკითხეს, მაგრამ მის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ წაუყენებიათ. მიუხედავად ამისა, ალ-კახტანმა ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა.

სასამართლომ ამ საქმეში საუდის არაბეთის დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილის აჰმად ალ-ასირის გასამართლებისთვის საკმარისი საფუძველი ვერ იპოვა. თუმცა, ის ჟურნალისტის მკვლელობიდან მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც გამოცემა “ვაშინგტონ პოსტში” მუშაობდა, სტამბოლში საუდის საკონსულოს შენობაში, 2018 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს. ჟურნალისტის ცხედარი ვერ იპოვეს.

საუდის არაბეთში, ჟურნალისტის მკვლელობაში 11 ადამიანია ეჭვმიტანილი, მათ შორის, დაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე აჰმედ ალ-ასირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად