საუდის არაბეთში სხვადასხვა სქესის უცხოელ ტურისტებს სასტუმროს ერთ ნომერში ცხოვრების უფლება მისცეს

საუდის არაბეთში სხვადასხვა სქესის უცხოელ ტურისტებს უფლება მიეცათ, რომ ოჯახური კავშირების დადასტურების გარეშე, სასტუმროს ერთსა და იმავე სასტუმროს ნომერში იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” სამეფოს ტურიზმისა და ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემა Okaz- ის თანახმად, ქალებს, მათ შორის სამეფოს მოქალაქეებს, ასევე პირადობის მოწმობის გათვალისწინებით, სასტუმროს ნომრის დაქირავების უფლება აქვთ.

ცვლილებები საუდის არაბეთის მიერ ტურისტული ვიზების გაცემის დაწყებას უკავშირდება. ამიერიდან 49 ქვეყნის მოქალაქეებს, შეუძლიათ იგი ელექტრონულად ან სამეფოს აეროპორტებში მიიღონ.

სხვა სახელმწიფოების მაცხოვრებლები ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოს უნდა დაუკავშირდნენ.

აგვისტოს დასაწყისში საუდის არაბეთში ქალებმა საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება, მამა მეურვე თანხმობის გარეშე მიიღეს . მანამდე, დამოუკიდებლად მოგზაურობა მხოლოდ 21 წელს გადაცილებული გოგონებისთვის იყო ნებადართული. ოქტომბრის დასაწყისში, საუდის არაბეთის მთავრობამ ქალებს შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლება მისცა. 2018 წლის აგვისტოში მათ ასევე ავტომობილის მართვის უფლება მისცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად