საუდის არაბეთში, რესტორნებში ქალებსა და კაცებს ცალკე შესასვლელი აღარ ექნებათ

საუდის მთავრობამ გააუქმა რესტორნების სავალდებულო მოთხოვნა, რომ ქალებისა და კაცებისთვის ცალკეული შესასვლელები ყოფილიყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადრე მოქმედი კანონის თანახმად, რესტორნებს ორი შესასვლელი უნდა ჰქონოდათ: ერთი ქალებისა და ოჯახებისთვის, ხოლო მეორე მამაკაცებისთვის, რომლებიც ქალის გარეშე იყვნენ. წესის დაცვას მკაცრად აკონტროლებდნენ სასულიერო პირები და პოლიცია.

National Geographic-ის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რესტორნებმა ამ წესის დაცვა შეწყვიტეს, მაგრამ ის ოფიციალური ახლა გაუქმდა.

ბოლო დროს საუდის არაბეთი სოციალურ რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. ადრე, ზოგიერთ კანონში შესწორებული ცვლილებები მიიღეს, რომლის საშუალებითაც ქალებს საზღვარგარეთ გამგზავრება მამაკაცი მეურვეების თანხმობის გარეშე შეუძლიათ, ხოლო 2018 წელს ქალებისთვის ავტომობილის მართვის მოწმობის აღებაზე შეზღუდვა გაუქმდა.

ასევე, 2017 წელს საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს ფეხბურთის მატჩზე დასწრების უფლება ოფიციალურად მისცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად