საუდის არაბეთში გადაადგილება სრულად აიკრძალა

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ტალალ ალ-შალჰუბმა განაცხადა, რომ 22 მაისიდან, ქვეყანაში მოძრაობა სრულად აიკრძალა.

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა 17:00 საათიდან დაიწყეს გამოცხადებული ზომების შესრულების მონიტორინგი, რომლის მიხედვითაც მოძრაობა სრულად აიკრძალეა სამეფოს ყველა ქალაქში და რაიონში. ეს შეზღუდვა ძალაში იქნება 27 მაისამდე.

მუსლიმანური მარხვის თვის რამადანის დასრულებამდე ხუთი დღით ადრე, ქვეყანაში გადაადგილების შეჩერების გადაწყვეტილება, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო მიიღეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეფოში COVID-19-ის 2,642 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად