საუდის არაბეთში, ბოტოქსის ინექციის გამოყენების გამო, 12 აქლემი სილამაზის კონკურსიდან მოხსნეს

საუდის არაბეთში აქლემების სილამაზის კონკურსიდან 12 აქლემი მოხსნეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ აქლემებზე ბოტოქსის ინექცია და პლასტიკური ქირურგია გამოიყენეს. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.  

აქლემის სილამაზის ძირითად კრიტერიუმად ითვლება ყურები და სრულყოფილი ცხვირი. მაგრამ მკაცრი წესებია იმ შემთხვევაში, თუ აქლემის ტუჩები გადიდებულია, სხეულის ნაწილებია შეღებილია ან შეცვლილი.

წელს, კონკურსში ათამდე აქლემის მონაწილეობა აიკრძალა, როცა მათზე პლასტიკური ქირურგიის ჩატარების ფაქტი დადგინდა.

"ტუჩების, ცხვირის, ზედა ტუჩების, ქვედა ტუჩებისა და ყბის ბოტოქსს იყენებენ", – განუცხადა სელექციონერმა ალი ალ მაზრუიმ the National-ს.

„ოჰ, შეხედე, რა დიდი თავია. მას დიდი ტუჩები, დიდი ცხვირი აქვს",-დასძინა მან. აკრძალვის გადაწყვეტილების შემდეგ, შოუს მთავარმა მოსამართლემ ფავზან ალ მადიმ სააგენტო Reuters განუცხადა: "აქლემი საუდის არაბეთის სიმბოლოა. ჩვენ ის აუცილებლად უნდა შევინარჩინოთ".

აღსანიშნავია, რომ ეს საუდის არაბეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელშიც 30,000 აქლემი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...