საუდის არაბეთს რუსული სარაკეტო სისტემების შეძენის თაობაზე პუტინის შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხია

საუდის არაბეთს რუსული S-300 ან S-400 საზენიტო- სარაკეტო სისტემების შეძენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა,-ინფორმაციას RBC– ს კორესპოდენტი ავრცელებს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს “უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” რუსეთიდან С-300 ან С-400 საზენიტო სარაკეტო სისტემების შეძენა შესთავაზა.

მან აღნიშნა, რომ რუსული იარაღი “სამეფოს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ ობიექტს საიმედოდ დაიცავს”.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

16 სექტემბერს, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთზე თავდასხმის გამო, საპასუხო რეაგირებით დაიმუქრა. მისივე თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილი დადგინდა და ვაშინგტონი “სამეფოსგან ელოდება ინფორმაციას, თუ რა პირობებში უნდა იმოქმედონ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად