საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე შეტევა დაიწყო

იემენის აღმოსავლეთ ნაწილში საუდის არაბეთის მეთაურობით კოალიციამ ჰუსიტების პოზიციებზე შეტევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ოპერაციის სამიზნე ქალაქ ჰოდეიდას მხარეში სამხედრო ობიექტები იყო. კოალიციის სარდლობამ სამოქალაქო პირებს სთხოვა, სახიფათო ტერიტორია დატოვონ.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

CBS News-ის წყაროების თანახმად, თავდასხმა ირანის სამხრეთ ნაწილიდან განხორციელდა. CNN– ის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დრონები ირანის ბაზის მახლობლად გაუშვეს, რომელიც ერაყთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად