საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “საუდი არამკო” ბაზარზე წილებს კარგავს

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, როგორც Brent-ის, ისე ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება შემცირდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნავთობის მარაგები, ბოლო 7 კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლზე დაფიქსირდა. შტატები ნავთობის მოპოვებას ზრდის, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "საუდი არამკო" კი წილებს კარგავს.

ჯერ კიდევ 2013 წელს, "საუდი არამკო" მსოფლიო ბაზრის 8,5%-ს იკავებდა, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8,1%-მდე შემცირდა. უფრო მეტიც, ამ პერიოდში საუდის არაბეთმა, თავისი წილი ჩინეთის ბაზარზე დაკარგა და 19%-დან 15%-მდე ჩამოვიდა.

ყველაზე მნიშვნელოვან დანაკარგს, "საუდი არამკო", სამხრეთ აფრიკის მიმართულებით განიცდის. მისი წილი, ბოლო 3 წლის განმავლობაში 53%-დან 22%-მდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად