საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სირიაში ასადს მომავალი არ აქვს

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ხოლო თუ არ დატოვებს, ძალის მეშვეობით გადააყენებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას, ნიუ-იორკში საუდის არაბეთის მოკავშირეებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა რუსეთის შეთავაზებაზე, საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ასადის დახმარებაა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფო"-სთან ბრძოლაში და საუკეთესო გამოსავლად სირიის პრეზიდენტის გადაყენება დაასახელა.

"სირიაში ასადს მომავალი არ აქვს", – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...