საუდის არაბეთის პრინცის შვილმა პერსონალური გამოფენა თბილისში გამართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საუდის არაბეთის პრინცის შვილის, ჰალლა ბინთ ხალიდის პერსონალური გამოფენის Tasleemah გახსნას დაესწრო.

ექსპოზიცია რეტროსპექტული ტიპისაა და დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს იხილოს, როგორც ბინთ ხალიდის დიდ ტილოებზე შესრულებულ ადრეული პერიოდის ნამუშევრები, ასევე ხელოვანის მიერ შესრულებული ცნობილი წიგნების ილუსტრაციები, რომლებმაც მას ბავშვთა წიგნების ილუსტრატორის სახელი მიანიჭა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის, რომ მხატვრმა საზღვარგარეთ თავისი პირველი გამოფენისათვის თბილისი შეარჩია, ნიშნავს, რომ ჩვენი დედაქალაქი იბრუნებს თავის როლსა და ადგილს. ადგილს, სადაც წარსულში სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების ხელოვნება იყო წარმოდგენილი და აღქმული.

,,ამასთან, ამ მხატვარი ქალის ცხოვრების გზა ძალიან საინტერესოა. მან დაიწყო მატვრობით, მაგრამ შემდგომი 20 წელი ვეღარ ხატავდა, ამის თავისუფლება არ ეძლეოდა. მან დაიბრუნა თავისუფლება და დღეს დიდი მხატვარი და თავისუფალი ქალია, რომელიც თავისუფალ ბავშვებს ზრდის, რაც ჩვენთვის დიდი მაგალითია და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს თავისუფალი ქალი ირჩევს თავისუფალ საქართველოს”, – აღნიშნა სალომე ზურბიშვილმა.

ბინთ ხალიდის ნამუშევრები არა მხოლოდ ლანდშაფტებს, არამედ პორტრეტებსა და ავტოპორტრეტებსაც აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად