საუდის არაბეთის პრინცი: ვაღიარებ, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მეკისრება

საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, მას The Washington Post- ის ჟურნალისტის ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რომელიც გასულ წელს მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” PBS-ის დოკუმენტურ ფილმზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც 1 ოქტომბერს გამოვა.

”პასუხისმგებლობას ვიღებ, რადგან ფაქტი მაშინ მოხდა, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი”, – განაცხადა პრინცმა ჟურნალისტ მარტინ სმიტთან ინტერვიუში.

პრინცი ირწმუნება, რომ სხვადასხვა მაღალჩინოსნები მასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ, თუმცა მას კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

სააგენტოს ცნობით, ამ განცხადებით პრინცი ჟურნალისტის მკვლელობას საჯაროდ პირველად გამოეხმაურა.

ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და თავის მასალებში ამის შესახებ ხშირად წერდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში დოკუმენტაციისთვის მივიდა. საუდის არაბეთმა მისი მკვლელობა ოფიციალურად მხოლოდ 20 ოქტომბერს აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად