საუდის არაბეთის პრინცი: ირანსა და საუდის არაბეთს შორის ომი გლობალური ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის სატელევიზიო არხ CBS- ის გადაცემაში “60 წუთი” სახელმწიფო ნავთობკომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ “სულელს” შეეძლო. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

”მხოლოდ სულელი შეეცდება, ხელი შეუშალოს ნავთობის ექსპორტს, რომელიც მსოფლიო ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. თავდამსხმელთა ერთადერთი ამოცანა იყო დადასტურებულიყო, რომ ისინი ნამდვილად სულელები იყვნენ ”, – განაცხადა პრინცმა.

კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო საუდის არაბეთმა თავდასხმის მოგერიება, რომელიც ყოველწლიურად დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს, პრინცმა უპასუხა, რომ ყველაფერი სახელმწიფოს მასშტაბის გამო მოხდა.

”საუდის არაბეთი კონტინენტის ზომაა. ის უფრო დიდია, ვიდრე დასავლეთ ევროპა, ”-განმარტა მან.

პრინცმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ირანთან ვითარების შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.

”წინააღმდეგ შემთხვევაში, ნავთობის მომარაგება შეჩერდება და ნავთობის ფასები ძალიან გაიზრდება”, – აღნიშნავს პრინცი.

ბენ სალმანი დარწმუნებულია, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია, თუმცა მან განმარტა, რომ სამეფოს ვითარების ესკალაცია არ სურს.

”მაგრამ ჩვენ ამ საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას ვარჩევთ, რადგან ირანსა და საუდის არაბეთს შორის ომი  გლობალური ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს”, – დასძინა მან.

ბენ სალმანმა ასევე აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ლიდერ ჰასან როუჰანთან შეხვედრაზე მიიწვია. მისი განმარტებით, მხარეებმა ბირთვული პროგრამის თაობაზე ახალი შეთანხმება უნდა შეიმუშავონ, რომელმაც შუა აღმოსავლეთში ვითარების დეესკალაცია უნდა განაპირობოს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად