საუდის არაბეთის პრინცი: გენერლის ლიკვიდაცია ირანისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი იყო

საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ყოფილმა დიპლომატმა, პრიცმა თურქი იბნ ფეისალ ალ საუდმა გენერალ კასემ სულეიმანის მკვლელობას თეირანისთვის გამომაფხიზლებელი სიგნალი უწოდა, რომ მისი პროვოკაციული ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება. ამის შესახებ მან CNBC– სთან ინტერვიუში განაცხადა.

გასული წელს ირანის მხრიდან ”უკიდურესად პროვოკაციულ ქმედებებს” შორის მან დაასახელა სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებსა და სახელმწიფო ნავთობპროდუქტების კომპანია Saudi Aramcо-ზე თავდასხმა, რაც უპასუხოდ დარჩა. თეირანმა ყველა ამ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

“ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) “ალ-ქუდსის” სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის ლიკვიდაცია ირანის სპეციალურ ოპერაციებს მაინც ვერ შეაჩერებს, რაც სულეიმანმა ასე ფრთხილად დაგეგმა”,-განაცხადა. 

მისი თქმით, თეირანის მიზანია, მსოფლიოში ისლამის მთავარი წარმომადგენელი გახდეს.

“ირანის ხელმძღვანელობა მარიონეტულ ჯგუფებს იყენებს, როგორიცაა ლიბანში “ჰეზბოლა”, ან იემენში-ჰუსიტები. მათი საქმიანობა, ალბათ, უფრო ეფექტურად გაგრძელდება, ვიდრე ეს სულეიმანის დროს მოხდა, მაგრამ იგივე დარჩება, ისეთივე ტერორისტული და მავნე”,-განაცხადა დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ამჟამად ერაყიდან და ავღანეთიდან თავისი ჯარი არ უნდა გაიყვანოს.

კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია 3 იანვარს ერაყში, აშშ-ს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად განხორციელდა. მასთან ერთად მოკლეს ერაყელი შიიტების ამბოხებულების მეთაურის მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი. აღნიშნულის საპასუხოდ, ირანმა ერაყში სამხედრო ბაზებზე, რომლებსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ, ავიაიერიშები განხორციელა. ასევე, ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან შეერთებული შტატების ჯარების გაყვანა მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით ეს არ მომხდარა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად