საუდის არაბეთის მილიარდერმა პრინცმა სასტუმრო დატოვა, სადაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა

პრინცმა ალ-ვალიდ იბნ თალალმა, რომლის ქონებაც 17 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული, სასტუმრო "რიც-კარლტონი" დატოვა, სადაც იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

სასტუმროში მან ორი თვე გაატარა, ხოლო ახლა საკუთარ სახლში წავიდა. მისი სასტუმროდან გათავისუფლების პირობები ჯერჯერობით უცნობია. საუდის არაბეთის ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

თავისი საქმის გრძელვადიანი გამოძიება პრინცმა იმით ახსნა, რომ მას საკუთარი სახელის ბოლომდე გაწმენდა სურდა, რამაც, მისი თქმით, ბევრი დრო წაიღო. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქმეში არის რაღაც გაუგებრობა, რაც უნად მოგვარდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად