საუდის არაბეთის მეფემ მოქალაქეები 29.3 მილიარდი აშშ დოლარით დააჯილდოვა

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზის განკარგულებით, 29.3 მილიარდი აშშ დოლარი მოსახლეობის ნაწილს დაურიგდება,-ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya.net ავრცელებს. 

ახალმა მეფემ აღნიშნული გადაწყვეტილებით, დააჯილდოვა სახელმწიფო მოსამსახურეები, მოსწავლეები, პენსიონერები. ამასთან, აღნიშნული თანხიდან მილიარდზე მეტი ქველმოქმედებას, 3 მილიარდზე მეტი კი პროფკავშირებს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი გარდაიცვალა. ტახტი მისმა ძმამ, 79 წლის სალმან ბინ აბდულაზიზიმ დაიკავა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად