საუდის არაბეთის დიდი მუფტი: ავტომობილის მართვისას ქალი შესაძლოა სატანისტად გადაიქცეს

საუდის არაბეთის მთავარი სასულიერო პირი ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგება, რადგან მიაჩნია, რომ „მანქანის მართვისას ქალი შესაძლოა სატანად გადაიქცეს“. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. 

დიდმა მუფტმა შეიხ აბდულ აზიზ ბინ-აბდულა ალ-შეიხმა აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის ერთ-ერთ სატელევიზიო ტელეარხის ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, თუ ქალებს  ავტომობილის მართვის უფლება მიეცემათ, ოჯახის წევრებმა მისი ადგილსამყოფელი არ უნდა იცოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლება არ აქვთ. გამონაკლისი შემთხვევა ზოგჯერ სოფლად ხდება, თუ ქალი ოჯახური ცხოვრებიდან გამომდინარე „იძულებული ხდება“ ავტომობილი მართოს.

მაღალი რანგის სასულიერო  სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თავისი რადიკალური პოზიციებით საკმაოდ ცნობილია. მიმდინარე წლის დასაწყისში მან ჭადრაკის თამაში აკრძალა, რადგან  მისი შეფასებით,  „ჭადრაკის თამაში მტრობას ბადებს“.

ქალთა უფლებების შესახებ საუდის არაბეთში ბოლოდროინდელი  მნიშვნელოვანი პროგრესული გადაწყვეტილება ქალებისთვის არჩვნებში მონაწილეობის მიღების უფლება იყო. 12 დეკემბერს, საუდის არაბეთის მუნიციპალური არჩევნები  პირველი შესაძლებლობა იყო ადგილობრივი ქალებისათვის, რომ ხმა მიეცათ ან კენჭი ეყარათ თანამდებობაზე. აღნიშნული შესაძლებლობა მათთვის უკვე გარდაცვლილმა მეფე აბდულამ უზრუნველყო, რომელმაც ქალებს მისცა შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ულტრაკონსერვატიული სუნიტური სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ქალების დისკრიმინაციის შემთხვევები საუდის არაბეთში გახშირდა. 2014 წელს  ქალები ავტომობილის მართვისთვის გაასამართლეს. როგორც ბრალდებულების ნათესავებმა განაცხადეს, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალები მათ მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო დააკავა.

უცხოური მედიის ცნობით, დისკრიმინაციული კანონის გამო გახშირდა საპროტესტო აქციები: აქტივისტი ქალები დაკავებების მიუხედავად, საჭესთან დემონსტრაციულად სხდებიან.

 

 





მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...