საუდის არაბეთის ავიაკომპანიამ Flyadeal ამერიკული Boeing 30-სგან თვითმფრინავების შეძენაზე უარი თქვა

საუდის არაბეთის ავიაკომპანიამ Flyadeal, რომელიც ავიაგადამზიდი Saudia-ის საკუთრებაა, ამერიკული ავიამშენებელი კორპორაცია Boeing 30-სგან 737 MАХ-ის მოდელის თვითმფრინავების შეძენაზე უარი თქვა.

საერთო ჯამში, კონტრაქტის ღირებულება 5,9 მილიარდი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. შეთანხმება ითვალისწინებდა 20 ლაინერის შესყიდვას. თუმცა, საუდის არაბეთის ავიაკომპანიამ Airbus A320-ის მოდელის თვითმფრინავების შესყიდვა არჩია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ შეთანხმების შესრულებაზე უარი Boeing 737 MAX-ის ავიაკატასტროფის გამო განაცხადა. კერძოდ, საუბარია 2018 წლის ოქტომბერში, ინდონეზიაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე, რომლის შედეგადაც 189 ადამიანი დაიღუპა. მეორე ავიაკატასტროფა კი, ამავე მოდელის თვითმფრინავმა მიმდინარე წლის მარტში განიცადა. მაშინ, აფრენიდან 6 წუთში, Ethiopian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737 MAX 8 ეთიოპიაში ჩამოვარდა, იგი კენიაში მიფრინავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად