საუდის არაბეთი თურქეთს სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საუდის არაბეთი თურქეთის მიერ სირიაში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას გმობს, რომელიც ქურთი მებრძოლებისა და ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა განუცხადა.

ოპერაცია 9 ოქტომბერს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაზღვრო რაიონებში დაიწყო.

“ჩვენ სირიის წინააღმდეგ თურქეთის აგრესიას ვგმობთ. გუშინ არაბულ სახელმწიფოთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მათ მიიღეს განცხადება, რომელიც თავდასხმებს გმობს და თურქეთს სირიიდან ჯარის გამოყვანისკენ მოუწოდებს.

“ვფიქრობ, შეერთებული შტატები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჯერ კიდევ თავის მოკავშირეებთან ერთად მუშაობს და მან  საკუთარი პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, ეს მიდგომა სწორია თუ არასწორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაცია გვაქვს ვაშინგტონში ჩვენს პანტნიორებთან, ასევე იმ ძალებთან, რომელსაც სირიაში მხარს ვუჭერთ. სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გზას ვეძებთ”,- განაგრძო ალ-ჯუბეირმა.

მინისტრმა კომენტარი არ გაუკეთა ქურთების ხელმძღვანელობის განცხადებაზე. ის მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მორალური ვალდებულებაა, დაიცვას ის ხალხი, ვინც მათ გვერდიგვერდ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად