საუდის არაბეთი: ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ერთადერთი გენერალური სპონსორია

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ადელ ალ ჯუბეირი თეირანთან დიალოგზე უარს აცხადებს და ირანს ახლო აღმოსავლეთში გლობალური ტერორიზმის მთავარ სპონსორს უწოდებს,-ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ერთადერთი და ძირეული გენერალური სპონსორია. თეირანი ცდილობს ახლო აღმოსავლეთში წესრიგი გაანადგუროს … სანამ ირანი ქცევის მოდელს არ შეიცვლის, ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ძალიან რთული იქნება, "- განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მინისტრმა თეირანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ თეირანის ქმედებების შესაჩერებლად საპასუხო ზომები უნდა მიიღოს.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი და რამდენიმე სხვა არაბული ქვეყანა ირანის წინააღმდეგ ალიანსის შექმნას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...