საუდის არაბეთი ამერიკის სამხედრო კონტინგენტის გაზრდას დათანხმდა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა სამეფოში ამერიკის სამხედრო კონტინგენტის განთავსებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ამავდროულად, პენტაგონი ადასტურებს, რომ რეგიონში ჯარისკაცების განლაგება იგეგმება.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა იმით გაიხსნება, რომ “დამატებითი საფრთხეები არსებობს”.

სააგენტო “როიტერი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუდის არაბეთი 500 ჯარისკაცის გაგზავნა იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდეს.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მან აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აშშ-ს საჰაერო ხომალდ USS Boxer-ს 900 მეტრის დაშორებით მიუახლოვდა და გაფრთხილების სიგნალი უგულებელყო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თეირანს უპილოტო საფრენი აპარტის დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...