Saudi Aramco-ზე თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა აშშ-ის სანავთობო რეზერვის გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა მოხდეს ბაზრის სტაბილიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მან Saudi Aramco-ზე დრონების თავდასხმის შემდეგ მიიღო.

„საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ნავთობის ფასზე, ნებართვა გავეცი, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნას სანავთობო რეზერვი, თუკი ამის აუცილებლობა იქნება“, – წერს ტრამპი თავის Twitter-ზე.

ტრამპი აღნიშნავს, რომ სარეზერვო ნავთობის მოცულობა მოგვიანებით დადგინდება, თუმცა თეთრი სახის მეთაურის თქმით, იგი საკმარისი იქნება, რათა შენარჩუნდეს ბაზრის სტაბილურობა.

Saudi Aramco-ს ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს გახორციელდა. ერ-რიადში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღეში 5,7 მილიონი ბარელით შეამცირებს, რაც ქვეყანაში დღიური მოპოვების ნახევარს წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ერ-რიადთან საუბრისას, თავდასხმა გააკრიტიკა და ერ-რიადს დახმარება შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად