Saudi Aramco-ზე თავდასხმის შემდეგ, ჯონსონი და მერკელი საპასუხო რეაგირებისთვის ემზადებიან

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, რათა საუდის არაბეთში სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, საპასუხო რეაგირება მოახდინონ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ ასევე განიხილეს ირანთან ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

დღეს, საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდელ აზიზ ალ საუდმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ერ-რიადს შეუძლია, Saudi Aramco-ს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგებს შეუმკლავდეს.

თავდასხმის შემდეგ, Saudi Aramco იძულებული გახდა, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღიურად 5,7 მილიონი ბარელით შეემცირებინა, რაც საუდის არაბეთის მიერ დღიურად მოპოვებული ნავთობის ნახევარს შეადგენს.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად