Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმისას, სავარაუდოდ ირანულ ტექნოლოგიას იყენებდნენ

საუდის არაბეთში Saudi Aramco-ზე განხორციელებული თავდასხმისას, სავარაუდოდ ირანულ ტექნოლოგიას იყენებდნენ. ამის შესახებ არაბული კოალიციის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა თურქი ალ-მალკიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

მან დაწვრილებითი ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

ორშაბათს, ჰუსიტმა იემენელმა ამბოხებულებმა “ანსარ ალაჰის” მოძრაობიდან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს და ახალი შეტევებით დაიმუქრნენ.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით,დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლოა მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად