Saudi Aramco-ზე განხორციელებულ თავდასხმებში ირანს ადანაშაულებენ

საუდის არაბეთში ნავთობკომპანია Saudi Aramco-ზე დრონებით თავდასხმა, სავარაუდოდ ირანიდან განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს თქმით, თავდასხმა ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან, 19 – ე წერტილიდან მოვიდა, სადაც ირანი მდებარეობს.

ოფიციალური პირი ასევე საუდის მხარის განცხადებას იხსენებს, რომ თავდასხმის დროს საკრუიზო რაკეტები გამოიყენეს. ეს, სავარაუდოდ, თავდამსხმელთა განცხადებას არ შეესაბამება, რომლებმაც განაცხადეს, რომ თავდასხმა მხოლოდ ათეულობით დრონის საშუალებით განორციელდა.

”ეჭვგარეშეა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. მომწონს თუ არა, ამის უარყოფა არ შეიძლება. სხვა ვარიანტი არ არსებობს”,-განაცხადა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნავთობის ეროვნული კომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი 14 სექტემბერს, დილით გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი დრონის საშუალებით განხორციელდა, ხოლო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს. აღნიშნულის შემდეგ, საუდის არაბეთმა ნავთობის წარმოება შეამცირა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლოა მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად