Saudi Aramco-ზე დრონების თავდასხმების შემდეგ, ნავთობის მსოფლიო ფასები მკვეთრად გაიზარდა

ლონდონის ICE-ს საფონდო ბირჟაზე, ვაჭრობის დაწყებისთანავე, ნავთობის მსოფლიო ფასებზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ეს კი მას მერე მოხდა, რაც საუდის არაბეთმა, Saudi Aramco-ის ობიექტებზე დრონების თავდასხმების შემდეგ ნავთობის მოპოვება შემცირდა.

Brent-ის მარკის ფიუჩერსების ფასი 13,86%-ით გაიზარდა და ბარელზე 69,91 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვაჭრობის გახსნის პირველი წუთების განმავლობაში, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 71,95 აშშ დოლარს მიაღწია. ბირჟების წინა დახურვაზე კი მისი ღირებულება 60 აშშ დოლარს მცირედით აჭარბებდა.

WTI-ის მარკის ოქტომბერის ფიუჩერსების ფასი კი 11,23%-ით გაიზარდა და ბარელზე 61,79 აშშ დოლარი შეადგინა, როდესაც საფონდო ბირჟების წინა დახურვაზე ეს მაჩვენებელი 55 აშშ დოლარს უტოლდებოდა.

15 სექტემბერს, ანალიტიკოსებმა და ტრეიდერებმა განაცხადეს, რომ ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე 5-10 აშშ დოლარით მოიმატებს. ისინი ასვე ვარაუდობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ფასები შესაძლოა ბარელზე 100 აშშ დოლარამდეც კი ავიდეს.

თავდასხმამ ქვეყანაში, ნავთობის მოპოვების მოცულობის ორჯერ შემცირება გამოიწვია. Saudi Aramco-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიამ ნავთობის მოპოვება, დღიურად 5,7 მილიონი ბარელით შეამცირა, რაც Reuters-სა და Bloomberg-ის ცნობით, დღიური მოპოვების ნახევარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად