Saudi Aramco-ს ობიექტებზე დრონების შეტევის შემდეგ, საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 2-ჯერ შემცირდა

საუდის არაბეთის ნაციონალური სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს ობიექტებზე დრონების თავდასხმამ, ქვეყნაში ნავთობის მოპოვების თითქმის ორჯერ შემცირება გამოიწვია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Saudi Aramco, განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, იძულებული გახდა ნავთობის დღიურად მოპოვებ 5 მილიონი ბარელით შეემცირებინა, რაც ნავთობის მოპოვების დღიური მოცულობის ნახევარია. თავდასხმამ აგრეთვე გავლენა იქონია ნავთობის ექსპორტზეც, თუმცა კონკრეტული ციფრები დასახელებული არ არის.

2018 წელს, საუდის არაბეთის მიერ ნავთობის წარმოება, დღიურად 10,5 მილიონ ბარელს შეადგენდა, ექსპორტი კი – დღეში 7,4 მილიონ ბარელს.

შაბათს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Saudi Aramco-ის ობიექტებზე დრონებმა შეტევა განახორციელეს. შეტევის შემდეგ, ობიექტებზე გაჩნდა ხანძარი, რომელთა ლოკალიზება და კონტროლზე აყვანა მოგვიანებით მოხერხდა. გავრცელებულ ინფორმაციაში, აღნიშნულ მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ მეტი დეტალი მოყვანილი არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად