Saudi Aramco-ს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა

Saudi Aramco-ს აქციები, რომლებიც დღეს სავაჭრო ბირჟაზე პირველად გამოიტანეს, ვაჭრობის დაწყების მომენტში 10%-ით გაძვირდა.

ამგვარად, კომპანიის კაპიტალიზაციამ 1,88 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა ვაჭრობის პირველი დღით. Dalma Capital Management-ის ხელმძღვანელმა, რომელმაც აქციები სამი ფონდის მეშვეობით შეისყიდა, Bloomberg-თან იმედს გამოთქვამს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, რისი წყალობითაც კაპიტალიზაცია 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.

IPO-ს პერიოდში, ინვესტორებმა Saudi Aramco-ს 1,5% 25,6 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდეს. ამგვარად, კომპანია 1,7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა, რაც უფრო მეტია ვიდრე, Microsoft-ის, ან Apple-ის ანალოგიური მაჩვენებელი.

Bloomberg აღნიშნავს, რომ მყიდველებს შორის არიან საუდის არაბეთი უმდიდრესი ოჯახები, აგრეთვე ქუვეითისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ფონდები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად