Saudi Aramco-მ დღიურად 5,7 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება შეაჩერა

უპილოტო მოწყობილობების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო, Saudi Aramco-მ, დღიურად 5,7 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება შეაჩერა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

„ამ თავდასხმებმა მიგვიყვანეს იქამდე, რომ დღიურად 5,7 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება შევაჩერეთ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა და კომპანია აწარმოებს სამუშაოებს წარმოების აღდგენის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაცია კი, 48 საათი განმავლობაში გავრცელდება.

აქამდე, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი, განხორციელებული თავდასხმების შედეგ დღიურად 5 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვებას შეაჩერებდა, Bloomberg-ი და Reuters-ი ავრცელებდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარმა აგრეთვე დაარღვია ნავთობის ექსპორტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად