A1 ბანერი

საუბრები საქართველოსა და ოზურგეთზე იტალიის ქალაქ კასტელანა გროტეში

ქალაქ კასტელანა გროტეს ქალაქის მერიაში, რომელიც იტალის სამხერთ ნაწილში მდებარეობს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა ემიგრანტმაც მიიღო. ხათუნა შარაძემ გამართულ საღამოზე, ემიგრანტი პოეტის ლელა ლაჩაშვილის ლექსი “გზა“ წაიკითხა.

ღონისძიების ორგანიზატორმა დანიელა ლოვეჩმა (Daniela Lovece) ხათუნა შარაძე საზოგადოებას, როგორც ჟურნალისტი ისე გააცნო.

“ხათუნა შარაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან საქართველო არჩევნების შემდეგ დატოვა, მაგრამ ის იტალიაში, როგორც აქ მყოფი ქართველების უმრავლესობა, თავისი პროფესიით არ მუშაობს.“

“მიუხედავად ყველაფრისა, მე ამაყი ვიყავი, როცა დარბაზში საქართველო და ოზურგეთი გაჟღერდა. ამაყი რადგან, ჩვენ ჩვენი ქვეყნის პატარ-პატარა ელჩები ვართ და მინდა ქართველებს, როგორც განათლებულ და კულტურულ ერს, ისე გვიცნობდნენ. მე მჯერა, რომ სიტყვა “ემიგრანტს“ საქართველო წარსულში დატოვებს, როგორც ეს იტალიელმა ხალხმა შეძლეს 50 წლის უკან“.

ღონისძიებაში მონაწილეობას კასტელანა გროტეში მოღვაწე სხვა და სხვა პროფესიის მქონე ქალბატონები იღებდნენ.

ხათუნა შარაძემ საქართველო გასულ წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დატოვა. 2014-2017 წწ. ხათუნა შარაძე ქალაქ ოზურგეთის მერის პრესამსახურს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...