სატურნირო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში პირველი ტურის შემდეგ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი განახლდა და პირველი ტურის მატჩებიც ჩატარდა 20 და 21 ოქტომბერს.

ყველაზე ხმაურიანი სენსაცია მადრიდში დაფიქსირდა, სადაც “რეალს” დონეცკის “შახტარმა” მოუგო ანგარიშით 2:3. უფრო მეტიც “რეალი” პირველ ტაიმში უშანსოდ იყო და 3:0-ს აგებდა. მეორე ტაიმში ვითარება შეცვალეს და ორი გოლი გაიტანეს. სამეფო კლუბმა გათანაბრებაც მოახერხა, თუმცა ვიდეო რეფერზე გადამოწმებისას გამოჩნდა, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა და შესაბამისად, მსაჯმა ის გააუქმა. ამავე ჯგუფში ვერ მოიგო ვერც მეორე ფავორიტმა “ინტერმა”, რომელიც მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” მარცხისგან მატჩის ბოლო წუთზე რომელუ ლუკაკუმ იხსნა.

გუშინდელი შეხვედრებიდან დიდ ინტერესს იწვევდა “ბაიერნისა” და “ატლეტიკოს” დაცვა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ გერმანულ კლუბს მადრიდელთა დაცვის გარღვევა გაუჭირდებოდა, თუმცა “ბაიერნისთვის” გადაულახავი ბარიერი არც “ატლეტიკოს” დაცვა გამოდგა და 4:0 გაანადგურა.

გთავაზობთ პირველი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობას

A ჯგუფი:

ბაიერნი 3

მოსკოვის ლოკომოტივი 1

ზალცბურგი 1

ატლეტიკო 0

 

B ჯგუფი:

შახტარი 3

მიუნხენგლადბახი 1

ინტერი 1

რეალი 0

 

C ჯგუფი:

მანჩესტერ სიტი 3

ოლიმპიაკოსი 3

მარსელი 0

პორტუ 0

 

D ჯგუფი:

ატალანტა 3

ლივერპული 3

აიაქსი 0

მიდტიულანდი 0

 

E ჯგუფი:

კრასნოდარი 1

რენი 1

სევილია 1

ჩელსი 1

 

F ჯგუფი:

ლაციო 3

ბრიუგე 3

ზენიტი 0

დორტმუნდი 0

 

G ჯგუფი:

ბარსელონა 3

იუვენტუსი 3

დინამო კიევი 0

ფერენცვაროში 0

 

H ჯგუფი:

ლაიპციგი 3

მანჩესტერ იუნაიტედი 3

პსჟ 0

ბაშაქშეჰირი 0

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად