სატურნირო მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მესამე ტურის შემდეგ

გუშინ ჩემპიოთა ლიგის მორიგი, მესამე ტურის მატჩები დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპის ნახევარი უკვე გავიდა. შესაბამისად, გამოიკვეთა ფავორიტები და აუტსაიდერები, ზოგიერთ ჯგუფში კი ვითარება ძალიან დაიძაბა.

ყველაზე საინტერესო ბრძოლა F ჯგუფში იყო მოსალოდნელი, რომელიც მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ინტერი” დორტმუნდის “ბორუსიას” მასპინძლობდა. მატჩი ანტონიო კონტეს გუნდის უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდნენ სისტუაციას. ანგარიში 22-ე წუთზე არგენტინელმა ლაუტარო მარტინესმა გახსნა, რომელმაც დევრეის შორეული გადაცემა გოლად აქცია. 82 წუთზე შეცვლაზე გამოსულმა 17 წლის სებასტიან ესპოსიტომ 11 მეტრიანი მოიპოვა, თუმცა “ინტერის” ლიდერმა მარტინესმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. 89-ე წუთზე “ინტერმა” კონტრშეტევა დაიწყო და კანდრევას კარგი თამაშის წყალობით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

ამავე ჯგუფში პრაღის სლავია “ბარსელონასთან” 1:2 დამარცხდა.

E ჯგუფში “გენკი” “ლივერპულთან” 1:4 დამარცხდა. დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “ნაპოლიმ” “ზალცბურგი” 2:3.

G ჯგუფში “ლაიფციგმა” “ზენიტი” 2:1 დაამარცხა.

H ჯგუფში “აიაქსი” 0:1 დამარცხდა “ჩელსისთან”, ხოლო “ბენფიკამ” 2:1 დაამრცხა “ლიონი”.

გთავაზობთ მეორე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში სატურნირო მდგომარეობას:

A ჯგუფი:

პსჟ 9

ბრიუგე 4

გალათასარაი 2

რეალი 1

 

B ჯგუფი

ბაიერნი 9

ცრვენა ზვეზდა 4

ოლიმპიაკოსი 3

ტოტენჰემი 1

 

C ჯგუფი

მანჩესტერ სიტი 9

შახტარი 4

ზაგრების დინამო 4

ატალანტა 0

 

D ჯგუფი

იუვენტუსი 7

ატლეტიკო 7

ლოკომოტივი 3

ლევერკუზენი 0

 

E ჯგუფი

ნაპოლი 7

ლივერპული 6

ზალცბურგი 3

გენკი 1

 

F ჯგუფი

ბარსელონა 7

დორტმუნდი 4

ინტერი 4

სლავია 1

 

G ჯგუფი

ლაიფციგი 6

ზენიტი 4

ლიონი 4

ბენფიკა 3

 

H ჯგუფი

აიაქსი 6

ჩელსი 6

ვალენსია 4

ლილი 1

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩები 5 და 6 ნოემბერს გაიმართება. ფინალს კი სტამბოლი უმასპინძლებს.

მოამზადა: იაგო ნაცვლიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად