სატუმბი სადგური ბათუმის დატბორვას მნიშვნელოვნად შეამცირებს

არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა გრძელდება.

„არდაგანის ტბის მიმდებარედ სატუმბი სადგურის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რაც საშუალებას მოგვცემს, წვიმის შედეგად მოსული უხვი ნალექები ვმართოთ ეფექტურად და ავირიდოთ დატბორვები. ახლა მიმდინარეობს იმ სისტემების მონტაჟი, რომელთა მეშვეობითაც სანიაღვრე წყლები საბოლოოდ ზღვაში გადაიტუმბება“ – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

ამ ეტაპზე, სტუმბი სადგურის კედლებზე, სვეტებსა და გადახურვის კონსტრუქციებზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება.

სადგურიდან სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა განხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლის საშუალებით, სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაეშვება. შედეგად, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდება. სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად