მსუბუქი ავტომანქანების მძღოლები და ავტოკლუბის წარმომადგენლები უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ-შემცირდეს ბენზინის ღირებულება.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთი კვირის წინ გამართულმა გამაფრთხილებელმა აქციამ შედეგი არ გამოიღო და ფასი საწვავზე მოკლების მაგივრად გაიზარდა. მძღოლები პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ. შეგახსენებთ, მსგავსი მოთხოვნით საპროტესტო აქცია ქუთაისში 21 თებერვალს გაიმართა.