საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ადგილი სინგაპურია

სინგაპურმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.

ბლუმბერგის ინფორმაციით, სინგაპურის რეიტინგში ლიდერობა ქალაქში სამომხმარებლო კალათის ღირებულებამ, საკვების, კერძო სკოლების, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტრანსპორტის ფასებმა განაპირობა. სინგაპურში ტრანსპორტის ფასი თითქმის სამჯერ მეტია ნიუ-იორკზე. ასევე სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა ტანსაცმლის შესაძენადაც.  

Economist Intelligence Unit-ის ანგარიშიც მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგში მოხვდნენ ოსლო, ციურიხი, სიდნეი და პარიზი.

ათეულში მოხვდა სეულიც, სადაც საკვები პროდუქტები ყველაზე ძვირია. მაგალითისთვის, სეულის სუპერმარკეტებში საკვების შეძენე ორჯერ უფრო ძირი დაგიჯდებათ, ვიდრე ნიუ-იორკში. ქალაქში ძვირი ჯდება გართობის და დასვენების საშუალებებიც.

საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების რეიტინგის ათეულში მოხვდნენ, ჰონგ-კონგი, ჟენევა, ციურიხი, კოპენჰაგენი და სეული.

კვლევის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე იაფი ინდოეთის ქალაქებია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად