სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, გზის ნაწილი აღდგება

სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან პერიოდში, გზის გამაგრებითი სამუშაოები და ჩაწყვეტილი ნაწილის აღდგენა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის განცხადებაში მითითებულია, რომ ამ საკითხზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო შტაბის სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი გეგმით, ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა იგეგმება.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება, ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად