გურიაში სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება აქტიურად მიმდინარეობს.
სასურსათო დახმარება, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაარიგეს.
„ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ფონდი ერთიანობის“ დახმარებით პროდუქტები დავურიგეთ ჩოხატაურის სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს. რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტით, ბიზნესსექტორისა და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 3 000 – მდე ოჯახს გაეწია. მადლობას ვუხდი ყველას მოსახლეობის დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ აღნიშნა, რამდენიმე ათეულ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა სასურსათო პროდუქტები. მუნიციპალიტეტში ყველა საბავშვო ბაღის 630 აღსაზრდელისთვის დარიგდა სურსათი. ასევე, სოციალური დახმარება მუნიციპალიტეტში 1000 – ზე მეტმა ოჯახმა მიიღო.