A1 ბანერი

სასულიერო პირი: დეპუტატები, რომლებმაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, საშინელ სამსჯავროზე განისჯებიან

“თითოეული პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კანონს (დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ) საშინელ სამსჯავროზე ძალიან მკაცრად განისჯება”, – ამის შესახებ სასულიერო პირმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული კანონიდან უნდა მოხდეს ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება. ინიციატორი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი ემზარ კვიციანია, ავტორი, ზვიად ტომარაძე.

“კანონში ჩადებული განსაზღვრებებით – “გენდერული იდენტობა” და “სექსუალური ორიენტაცია”, დაკანონებული იქნა ჩვენს ქვეყანაში სოდომ – გომორის მომაკვდინებელი ცოდვა. ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებაა, რაც იწვევს სულიერ კვდომას.

მეორეს მხრივ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, კონტრპროდუქტიულია- შობადობის საშუალებას არ იძლევა, რადგან მათ არანაირი ნაყოფიერების წყარო არ აქვთ. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება ჯანსაღი ცხოვრების წესს და წყაროა მომაკვდინებელი ვენერიული დაავადებისა. ეს ქმედება როგორც სულიერი, ისე ხორციელი თვალსაზრისით ჩადენილი დანაშაულია.

თითოეული პარლამენტარი, რომელმაც ხელი მოაწერა ამ კანონს, საშინელ სამსჯავროზე ძალიან მკაცრად განისჯება და თუ არ შეინანებს, წარიწყმიდავს სულს. ასევე მთავრობის წარმომადგენელი, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ ნებისმიერი სტატუსის მქონე მოქალაქე ამ ქმედებას ხელს შეუწყობს, ასევე წარიწყმედს სულს”, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

ის ემზარ კვიციანის ინიციატივას მიესალმება და აქვე დასძენსბ, რომ ეს დღევანდელ რეალობაში გმირობაა.

“ქრისტიან ვალდებულებას პირნათლად ასრულებთ”, – მიმართა მან ემზარ კვიციანს.

მისი თქმით: “ნებისმიერი ამ კატეგორიის ცოდვა, შემოთავაზებული კანონის ძალით, ექვემდებარება ანათემას. მართალია მღვდელს არ შეუძლია ანათემის გამოცხადება რომელიმე ადამიანის მიმართ, მაგრამ სინოდი ამ უფლებამოსილებით აღჭურვილია.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბრძოლა”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...