სასულიერო პირების საარჩევნო ღონიძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ავრცელებს

სასულიერო პირების საარჩევნო ღონიძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებილითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთავს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს.

“ბოლო პერიოდში აქტიურად შეინიშნება მაღალი სასულიერო იერარქების მიერ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რაც ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და შფოთს იწვევს. გარდა ამისა, მრევლში რჩება შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად ეწინააღმდეგება სახარებისეულ პრინციპებს და აბრკოლებს ადამიანებს.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს მკაცრად განსაზღვრონ დაწვრილებილითი განჩინება, რომელიც სასულიერო პირების, განსაკუთრებით ეპისკოპოსების პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აღკვეთავს და ამით ეკლესიის სულიერ სახეს დაიცავს”,  – ნათქვამია რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად