სასტუმრო „Radisson“-ში ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „Radisson“-ში ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა თამარ ხახიშვილმა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მისი განცხადებით, ეკოტურიზმს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საქართველოს ტურიზმის განვითარებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტო კი აქტიურად მუშაობს თანამედროვე ეკოტურისტული პროდუქტების დანერგვაზე.

კონფერენციაზე 4 პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. პირველ პანელურ დისკუსიაზე, თამარ ხახიშვილმა დაცული ტერიტორიების მიერ რეგიონებში შექმნილ ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტები. თამარ ხახიშვილის თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, რეგიონებში ვითარდება სოფლები და ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო მეტად ერთვება ტურიზმის სექტორში.

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-4 კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. ღონისძიება მიზნად ისახავს, შექმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც ტურიზმის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს იდეებისა და პროექტების გაცვლის შესაძლებლობა ექნებათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.

კომენტარები
იტვირთება...