სასტუმრო “ოაზისის“ მენეჯერი: covid19-ზე 940 ტესტის პასუხი უარყოფითია-ყველა სტუმარს შეუძლია ტერიტორიის დატოვება

სასტუმრო “ოაზისის“ მენეჯერის, გვანცა ხაინდრავა თქმით, ადმინისტრაციამ უკვე მიიღო დადასტურებული პასუხები, მათ ობიექტში დამსვენებლების კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით.

“აბსოლუტურად ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. 940 ადამიანს, რომელიც ჩვენთან ისვენებდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის პირები, რომლებსაც კოვიდინფიცირებულთან კავშირი ჰქონდათ გადაყვანილები არიან კარანტინის რეჟიმში. არც ერთ მათგანს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი, ყველა ჩვენი სტუმარი თავისუფალია, რადგან არც ერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კოვიდ-19. ყველა მათგანს ამ წუთიდან შეუძლია ტერიტორიის დატოვება“,-აცხადებს „ოაზისის“ მენეჯერი.

ამ ეტაპისთვის, სასტუმრო „ოაზისში“ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი 5 პირი იმყოფება საკარანტინო ზონაში.
სასტუმროში, კოვიდ ინფიცირების შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასტუმრო ჩაიკეტა და 940 დამსვენებელს ტესტირება ჩაუტარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად