სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 2 სექტემბერს მორიგეობდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ის სენაკიდანაა და კლინიკა ,,არქიმედეშიც“ მუშაობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე. მათივე თქმით, მოხდა მოკვლევა მასთან მყოფი ყველა პირის და გაუკეთდა პისიარ ტესტირება.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის რეფერალის ექიმს, რომელიც 2 სექტემბერს იყო მორიგე დაუდასტურდა „კოვიდ 19“. მან იმავე დღეს გააკეთა რეფერალი ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა ინფიცირებული პაციენტი. იგი მუშაობს სენაკში კლინიკა „არქიმედეში“ და ფოთში აქვს თვეში ორი მორიგეობა. შესაბამისად, 2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა პისიარ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“,- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად