სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი: ქვიშხეთთან ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 ბავშვი

ქვიშხეთთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ “აიპრესს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ადგილზე დაიღუპა, გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვნები.

“ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, აქედან სამი არის ბავშვი – 12 , 10 და 8 წლის. ერთი არის მამაკაცი, დაახლოებით 30- 40 წლის და ერთი ქალბატონი, 30-40 წლის. სასწრაფო დახმარებამ ადგილზევე დააფიქსირა ოთხი მათგანის გარდაცვალება. ერთი გარდაცვლილი გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში”,-განუცხადეს “აიპრესს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.

ამასთან, როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად