სასწაული არ მოხდა, “საბურთალო” ასპარეზობას გამოეთიშა

ახლახანს ხორვატიაში, ზაგრების Maksimir Stadium-ზე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის განმეორებითი მატჩი დასრულდა ზაგრების “დინამოს” და თბილისის “საბურთალოს” შორის.

თბილისში ორბურთიანი სხვაობით პირველი მატჩის მოგების შემდეგ “საბართალოს” შანსები მეორე მატჩი გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის ნულთან ახლოს იყო, თუმცა, როგორც ხორვატიული პრესა თამაშის წინ წერდა, თბილისელთა მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი აცხადებდა, რომ მათ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ბოლომდე იბრძოლებდნენ და სასწაულის იმედად იქნებოდნენ.

სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა, მასპინძლებმა თავი კარგად დაიცვეს, საკუთარი კარი მშრალად შეინახეს, მეტოქის კარი კი სამჯერ აიღეს და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდნენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად