სასწაულები არ ხდება – “ტრენჩინმა” და ბერიძემ “ტორპედო” ქუთაისშიც არ დაინდეს

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედომ" "რამაზ შენგელიაზე" სლოვაკურ "ტრენჩინთან" მეორე შეხვედრაც წააგო და ევროტურნირებს დაემშვიდობა.

იმერელთა რბევა, 21-ე წუთზე გონგმა დაიწყო. მეორე ტაიმის განახლებისთანავე კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ბერიძემ, სლოვაკეთის მსგავსად, "ტორპედოს" ქუთაისშიც გაუტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ისევ გიორგი ბერიძს გადაცემით, გონგმა დუბლი 64-ე წუთზე გაიფორმა და ანგარიში – 0:3 გახადა.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, ქუთაისელთა თავკაცი, კახა ჩხეტიანი აცხადებდა, რომ ფეხბურთში სასწაულები ხდება და მისი გუნდი მოსაგებად ყველაფერს გააკეთებდა, თუმცა, ჩხეტიანის სიტყვები და ოცნება არ ახდა და იმერლები შინაც განადგურდნენ.

ორი მატჩის ჯამში, "ტორპედომ" საკუთარ კარში 8 ბურთი მიიღო სლოვაკებისგან, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთი გაიტანა.

ამ წუთებში, კიდევ ორი ქართული გუნდი, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" გასვლებზე თამაშობენ. არცერთ შეხვედრაში ანგარიში ჯერ არ გახსნილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად