სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023 - ის დასკვნით შეხვედრაში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ხელბურთში. ზესტაფონის მესამე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფინალურ თამაშში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონობა მესამე სკოლის გუნდს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. გამარჯვებული გუნდი მერიის სახელით ერთკვირიან ტურზე გაემგაზვრება მათ მიერ შერჩეულ მარშრუტზე.

მესამე სკოლას კიდევ ერთი პრიზი ერგო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე. საუკეთესო მოთამაშის პრიზი, ელისაბედ მუმლაძეს გადაეცა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023 - ის გამარჯვებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.