“სასჯელაღსრულების სისტემის პოლიტიკას არასამთავრობოებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახი კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც კახიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, სამინისტროში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„სასჯელაღსრულების სისტემაში გიორგი მღებრიშვილის მეთაურობით და სამინისტროს გუნდთან ერთად, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ამ დროისთვის სტრუქტურული რეფორმა ცენტრალურ ნაწილში დასრულებულია და რეფორმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარეობს. ამ რეფორმის ფარგლებში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად ჩამოვაყალიბოთ სისტემის პოლიტიკა“, – განაცხადა კახიშვილმა.

 

კახიშილის თქმით, სამინისტრო ერთი მხრივ ორიექნტირებული იქნება თანამშრომელთა სოციალური პირობების, მეორე მხრივ კი  და პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. „არასამთავრობო ორგანზიაციებსა და სახალხო დამცველის აპარატთან ამ საკითხების დარეგულირებასა და პრობლემების აღმოფხვრაზე სწორე ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, განმარტა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...