იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და კიდევ 2 პირი წყნეთში, რესტორან “წისქვილის” მიმდებარედ დაჭრეს.
მიხანაშვილი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით სამივე პირი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ” 3 ადამიანია დაჭრილი. მომხდარ ფაქტზე 117-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”.